N.S

Search
Close this search box.

ვიეტნამელის ფიქრები, შვილო ჯანმრთელი იქნები?

დეფორმირებული ბავშვები…

ვიეტნამში, 1961-დან 1971 წლამდე, შეერთებული შტატების უმაღლესმა სარდლობამ შეამჩნია რომ ხეები ზედმეტ უპირატესობას აძლევდნენ მათ მტრებს. რა უნდა ექნათ? რა იყო ერთადერთი ადეკვატური გამოსავალი? რა თქმა უნდა “დეფოლიაცია”, ბუნებრივი წესრიგის თავდაყირა დაყენება და მწვანე ფერის მოსპობა.
ცნობილ კორპორაციებს, როგორებიცაა Dow და Monsanto, დაევალათ ამ დამაინტრიგებელი შეტევის განხორციელება. შედეგად მიღებული ქიმიური იარაღი ევფემისტურად იყო შეფასებული ფერის მიხედვით: აგენტი ვარდისფერი, აგენტი მწვანე, აგენტი იასამნისფერი, აგენტი ლურჯი, აგენტი თეთრი და აგენტი ფორთოხლისფერი/ნარინჯისფერი. ლამაზი სახელები რაღაც კატასტროფულისთვის. როგორც ემზარს ემზარიკოს რომ ეძახიან. ეს “კო” სუფიქსი ისე ალამაზებს სახელს როგორც საახალწლო ბანტი განავალს. ეს ფერების ბანდა, ყველა წარმოადგენდა დაუნდობელ უფროსს, რომელიც ამაყად ატარებდა მღელვარე სიგიჟის ფერს. აგენტი ფორთოხლის ძირითადი შემადგენელი ნაწილი იყო დიოქსინი: შემზარავი ქიმიკატი, რომელიც ანადგურებს არა მხოლოდ მცენარეულობას, არამედ თავად სიცოცხლის ფესვებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფორთოხალი თავიდანვე მექანიკური იყო. თუ გაინტერესებს, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს დიოქსინის ეფექტი, გაიხსენე ვიქტორ იუშჩენკოს ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერის დაჩაჩანაკებული სახე. დაახლოებით 45 მილიონი ლიტრი მომაკვდინებელი ტოქსინის (ეს მხოლოდ ნარინჯისფერი, სხვებზე არ მაქვს საუბარი) შეასხურეს ზედ ვიეტნამზე, ვიეტნამელებზე და შენ წარმოიდგინე ამერიკულ ძალებზეც, რომლებიც იბრძოდნენ იმავე ჯუნგლებში. ქიმიური ნივთიერების ძირითადი გამოყენება იყო მდინარე მეკონგის დელტაში.
ადმირალი ელმო ზუმვალტ უმცროსი, ამ ყოველივეს მომხრე და ორგანიზატორი, გახდა მისივე მხარდაჭერილი ქიმიური შეტევის მსხვერპლი. ზუმვალტს სჯერა, რომ მისი ვაჟი ელმო III, რომელიც ასევე მსახურობდა დელტაში, გარდაიცვალა აგენტ ფორთოხლის ზემოქმედებით და დატოვა შვილი, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, ჭკუასუსტი იყო. მენტალურად დეფორმირებული. დიახ, ნარინჯისფერი აგენტის გამო.
ამ ქიმიური თავდასხმის სრული ეფექტი დღემდე უცნობია და უცნობია მათ შორის ვიეტნამის მთავრობის გამო. მათთვის მომხდარი იმდენად სამარცხვინო იყო რომ მომხდარს უბრალოდ აიგნორებდნენ მათი სიამაყის გამო, ხოლო დეფორმირებულ ბავშვებს, ისედაც, კულტურულად, იმდენად სამარცხვინო არსებებად აღიქვამდნენ რომ მათზე საუბარი არ სურდათ. არადა რა კარგი ინსტრუმენტი იქნებოდა ეს ვიეტნამელი ხალხისთვის ამერიკის დანაშაულების გამოსავლენად.
დავუბრუნდეთ ემზარიკოს.
ამ დეფორმირებული ხალხისთვის ასევე მოიგონეს ლამაზი სახელი “lusus naturae” რაც ნიშნავს “ბუნების სპორტს.”
აქ საუბარი, რა თქმა უნდა, იყო სიამის ტყუპებზე და მსგავსად დეფორმირებულ ბავშვებზე რომლებიც, რატომღაც, “ბუნების სპორტად” მიიჩნიეს.
მაგრამ, მაგრამ, მაგრამ…. ყველაზე საშინელება ის არის რომ დღემდე გრძელდება ამ ქიმიური თავდასხმის ეფექტები და თაობები მაინც არ იწმინდებიან. დღემდე, ამ ქიმიური თავდასხმის გამო, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ მოხდა, იბადებიან დეფორმირებული ამერიკელი და ვიეტნამელი ბავშვები. როდის შეწყდება ეს? არავინ იცის.