N.S

Search
Close this search box.

წიგნების რეკომენდაცია (არასრული სია)

ხოშიანი და საჭირო წიგნების არასრული სია რომელსაც დროდადრო განვაახლებ.

The Revolutionary Phenotype – Jean-François Gariépy
ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი AI-ს საფრთხეზე. ყველაფერი რაც გჭირდება რომ ამ თემაზე იცოდე. როგორ დაიწყო ცხოვრება და როგორ დასრულდება.
The Naked Ape – Desmond Morris
საუკეთესო წიგნი ადამიანის, როგორც პრიმატის, ზოოლოგიური შესწავლის დასაწყებად.
The Elements of Eloquence – Mark Forsyth
წიგნი რომელიც რიტორიკული ინსტრუმენტებით გაგამდიდრებს.
The Moral Maxims and Reflections – François de La Rochefoucauld
თუ ნიცშემ ან ოსკარ უაილდმა მოგხიბლა მახვილგონივრული მაქსიმებით, ეს წიგნი შენთვისაა! მაქსიმების პინაკლი.
Aphorisms Luc de Clapiers Vauvenargues – ასევე ხოშიანი აფორიზმები.
Heaven and Hell: A History of the Afterlife – Bart D. Ehrman
თუ გაინტერესებს უმაღლესი კალიბრის აკადემიური ნაშრომი სამოთხისა და ჯოჯოხეთის წარმოშობაზე, შეგიძლია მხოლოდ ეს წიგნი წაიკითხო. ბარტ ერტმანი არასდროს დაგაღალატებს.
The Triumph of Christianity – Bart D. Ehrman
იგივე ავტორის წიგნი ქრისტიანობის წარმოშობაზე. როგორ და რატომ გახდა ქრისტიანობა ევროპული ცივილიზაციის რელიგია?
ესე იტყოდა ზარატუსტრა – ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე
წიგნი რომელიც მდაბიო პირუტყვსაც კი აიძულებს რომ უკეთესი იყოს! ვხუმრობ, მდაბიო პირუტყვს ვერაფერი გამოასწორებს.
წიგნი და ღრმა მედიტაციური თერაპია დიდსულოვანი ელიტისთვის.
ასევე, შეგიძლია უყურო ჩემს მასტერკლასს: ვიდეოს ლინკი “ზარატუსტრას მასტერკლასი”.
The Will To Power (ძალაუფლების ნება / ყველა ღირებულების გადაფასება) – ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე
ეთიკა, მეტაფიზიკა, ონტოლოგია, მარადიული დაბრუნება, ისტორია, პოლიტიკა, ეპისტემოლოგია და რა ჯანდაბა აღარ! ნიცშეს ჩანაწერების კოლექცია (Nachlass).
ჩემი აზრით სწორედ ეს დაუსრულებელი წიგნია ნიცშეს მაგნუმ ოპუსი.
P.S თუ ფილოსოფიაში არ ერკვევი და არც ნიცშეს სხვა წიგნები გაქვს წაკითხული, სჯობს მოგვიანებით წაიკითხო. არსად გაგექცევა.
Might Is Right – Regnar Redbeard
არტურ დესმონდის ანონიმური წიგნი. ფილოსოფია არ იყო მისი ძლიერი მხარე მაგრამ, ამ წიგნში სწორ პოლიტიკურ პუნქტებს გაუსვა ხაზი.
The Philosophy of Science – Alexander Rosenberg
თუ აპირებ სერიოზულად მეცნიერებაზე საუბარს, საჭიროა რომ მეცნიერების ფილოსოფიაც იცოდე. საენტიზმი სერიოზული რელიგიაა სეკულარ ჰუმანისტებში რომლებიც მეცნიერების ფილოსოფიის გარტყმაში არ არიან. ამ რელიგიასთან საბრძოლველად ეს წიგნი საუკეთესოა.
შემდეგ შეგიძლია წაიკითხო: The Structure of The Scientific Revolutions და Against Method.
The Myth of Religious Neutrality (რელიგიური ნეიტრალობის მითი) – Roy A. Clouser
ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და მოსაწყენი წიგნი რომელიც წამიკითხავს. თუმცა საჭირო!
წიგნი/ესე ააშკარავებს რელიგიურ ფუნდამენტს მეცნიერებაში და ფილოსოფიაში. ვინც იმ ილუზიის ქვეშ არის რომ მეცნიერება და მეცნიერული თეორიები არ დგას რელიგიურ რწმენაზე, წაიკითხე წიგნი. თუ ვერ შეძელი წაკითხვა არ გაგამტყუნებ. ასეთი აკადემიური სიმშრალე აუტანელია ნებისმიერისთვის.
The Texts of Early Greek Philosophy – Daniel W. Graham
აკადემიური პინაკლი უძველეს ბერძენ ფილოსოფოსებზე.
მანუსკრიპტები, ჩვენებები და ფრაგმენტები ძველი საბერძნეთიდან.
უდაოდ საუკეთესო წიგნი თავის ჟანრში სადაც უშუალოდ წყაროსთან გექნება შეხება და არა ანეკდოტებთან რომლებსაც უნივერსიტეტში გიყვებიან ბერძენ ფილოსოფოსებზე.
განსაკუთრებით გაგიმართლა თუ ძველ ბერძნულს სწავლობ და ტექსტუალური კრიტიკით ხარ დაინტერესებული. წიგნი გიგანტურია და მოითხოვს დიდ ფინანსურ და დროის ინვესტიციას.
Arguing About Gods – Graham Oppy
ათეისტი ხარ და გსურს რომ არგუმენტირებულად უპასუხო პოპულარულ და არაპოპულარულ თეისტურ არგუმენტებს აკადემიური სიზუსტით? ამ წიგნზე მეტი არ დაგჭირდება!
გაფრთხილება: თუ ფილოსოფიას კარგად არ იცნობ ეს წიგნი ისეთ ჯოჯოხეთად მოგეჩვენება მომენტებში რომ შეიძლება კითხვის დროს ღმერთიც კი იწამო.
World Philology – Sheldon Pollock
მნიშვნელოვანი წიგნი თუ გსურს რომ მსოფლიო ფილოლოგია და მისი მნიშვნელობა გაიაზრო.
ეს წიგნი ასევე დაგეხმარება რომ ბევრი, შენთვის საყვარელი, წიგნის საიდუმლოება ამოხსნა.
წიგნი ასევე ხაზს უსვამს ფილოსოფიისა და მათემატიკის როლს ტექსტის გააზრებისას.

სია მალე განხლდება და დაემატება წიგნები!